ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალები დასრულდა. უეფას ოფიციალურმა საიტმა ამ თამაშების მიხედვით სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ყველაზე დიდი სენსაცია “ვოლფსბურგმა” მოახდინა და რა გასაკვირია, რომ “მგლების” 4 ფეხბურთელი მოხვდა სიმბოლურში.
მეკარე
დიეგო ბენალიო (ვოლფსბურგი): მართალია, ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ კრიშტიანო რონალდოს გადამწყვეტი დარტყმა აუღო.
მცველები
ლუკას ერნანდესი (ატლეტიკო):
ახალგაზრდა ვერ დაჩაგრა “ბარსას” შეტევის ტრიომ და მისი წვლილიც დიდია, რომ “ატლეტიკომ” 10 კაცით მისაღები ანგარიშით წააგო.
დანტე (ვოლფსბურგი):
აკურატულად მოქმედებდა და “რეალის” შეტევების ჩაშლაში ყველაზე აქტიური იყო.
რიკარდო როდრიგესი (ვოლფსბურგი):
მისი მიზეზით, “მგლები” მარცხენა ფლანგზე
დომინირებდნენ, გოლიც (პენალტით) გაიტანა.
ხუან ბერნატი (ბაიერნი): გადამწყვეტი საგოლე პასი მიითვალა, ძალზე ენერგიულად მოქმედებდა.
ნახევარმცველები
ტიაგო მოტა (პსჟ):
ვიზავები დაჩაგრა მოედნის ცენტრში, მისი ბრალი ნამდვილად არ არის, რომ “სიტიმ” პარიზიდან ბრწყინვალე შედეგი წაიღო.
ფერნანდინიო (სიტი):
გოლისა და საგოლე პასის ავტორი უთუოდ იმსახრებს.
არტურო ვიდალი (ბაიერნი):
“ბენფიკას” კარში გადამწყვეტი გოლის ავტორი. დიდებულად ერთვებოდა შეტევებში.
თავდამსხმელები
კევინ დე ბრუინი (სიტი):
ბელგიელი ორმაგად გახარებულია, თავადაც გაიტანა “სიტიში” და მისმა ყოფილმა გუნდმა “ვოლფსბურგმაც” ფურორი მოახდინა. კევინმა “ტვიტერზე” ეს აღნიშნა კიდეც.
ლუის სუარესი (ბარსელონა):
ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც დუბლი შეასრულა პირველ მეოთხედფინალურ მატჩებში. მხოლოდ მან შეძლო “ატლეტიკოს” 10-კაციანი კედლის გარღვევა.
მაქსიმილიან არნოლდი (ვოლფსბურგი):
“რეალის” დაცვას პერიოდულად აწუხებდა, გაიტანა გოლი. რამდენჯერმე გუნდელებს კარგი სიტუაციები შეუქმნა შესატევად.