LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგლოვიარე გედმა გერმანიაში ათობით მატარებელი გააჩერა

100
news201230

გულგატეხილმა გედმა გერმანიაში რკინიგზის კოლაფსი გამოიწვია, თან მთელი ერთი საათით. როგორც ,,გარდიანი” იუწყება, გედს მეორე ნახევარი დაეღუპა და დასევდიანებული ლიანდაგზე დაჯდა.

ფრინველი თითქმის ერთი საათის განმავლობაში ლიანდაგის დატოვებაზე უარს ამბობდა და რამდენიმე წუთის წინ დაღუპულ შეყვარებულს გლოვობდა.

სააგენტო France-Presse–ს ინფორმაციით, გედები ცხოვრებაში ერთხელ წყვილდებიან და მეორე ნახევრის დაღუპვა მათთვის სიკვდილზე უარესია.

გერმანელებმა მგლოვიარე ფრინველის გაყვანა ვერ შეძლეს და რკინიგზა გააჩერეს. შედეგად 23–მდე მატარებელი ერთი საათის განმავლობაში რეისის შესრულებას ელოდებოდა.

მოგვიანებით გედი მეხანძრეებმა სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით დაიჭირეს და მდინარე ფულდაში გაუშვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g