LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გედს ვანდალებმა კვერცხები დაუმტვრიეს და სევდისგან ფრინველს გული გაუსკდა

2753
swabnews

გედი რომელსაც დაუბადებელი შვილები მოუკლეს, დარდისგან მოკვდა. თინეიჯერმა ბიჭებმა მანჩესტერის არხთან დაბუდებულ გედს ქვები დაუშინეს და 6 კვერცხიდან მხოლოდ ერთი გადარჩა.

როგორც გარემოს დამცველები ამბობენ, ბუდის განადგურების შემდეგ მამრი გედი გაფრინდა და ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა. დედამ კი კვერცხები არ დატოვა და რამდენიმე დღეში სტრესს შეეწირა.

გარემოს აქტივისტი სემ ვუდროუ ფიქრობს, რომ – „ბევრი არაფერია სათქმელი. დედას უბრალოდ გული გაუსკდა, ის პარტნიორმაც დატოვა და ამდენის გადატანა ფრინველმა ვეღარ შეძლო.“

გედები, მათი ბუდეები და კვერცხები სახელმწიფოს დაცვის ქვეშ არიან, ამიტომ ვანდალთა დასასჯელად გამოძიება უკვე დაიწყო. პოლიცია მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები