LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოპარული სკამები, დამტვრეული საბავშვო ატრაქციონები, მოგლეჯილი მწვანე საფარი – 2020 წელს თბილისში ვანდალიზმის ფაქტი 168 მისამართზე აღირიცხა

93
FORTUNA.GE- (11)

“2020 წელს ვანდალიზმის შემთხვევები 168 მისამართზე აღირიცხა. ფაქტები ფიქსირდება დედაქალაქში და განსაკურებით ეს ყველაფერი ხდება იმ პარკებსა და სკვერებში, რომლებიც ახლადრეაბილიტირებულია, მოწესრიგებულია და ნამდვილად გულდასაწყვეტია.” –  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა ისაუბრა მოპარულ სკამებზე, განზრახ დამტვრეულ საბავშვო ატრაქციონებზე, მოგლეჯილ ხელოვნურ მწვანე საფარსა და ლითონის ღობეზე, ხერხით გადაჭრილ სკამზე, დამწვარ საბავშვო ატრაქციონებსა და განადგურებულ უსაფრთხოების კამერებზე.

კალაძემ საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პროცესში მოსახლეობის უფრო მეტი ჩართულობა და აქტიურობა მნიშნელოვანია:

“არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები პირდაპირ უყურებენ, თუ როგორ ამტვრევს მოზარდი ატრაქციონს, რომელიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ. ვფიქრობ, საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ.” – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განმარტებით, დედაქალაქის მერიის სამსახურები მზად არიან, სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის დამატებითი ღონისძიებები განახორციელონ:

“ახალგაზრდებს უნდა ვაჩვენოთ და ავუხსნათ, რომ ეს არასწორია და ნამდვილად არ არის მისასალმებელი ახლადრეაბილიტირებულ სკვერებსა და პარკებში ინფრასტრუქტურის დაზიანება, რომელიც ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, ჩამოსული სტუმრებისთვის კეთდება.” – თქვა კალაძემ.

თბილისის მთავრობის სხდომაზე მედიის წარმომადგენლებს გადაეცა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ ხდება სკვერებსა და პარკებში ინფრასტრუქტურის განზრახ დაზიანება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები