LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სკვერებში ზიანდება ხე-მცენარეები, გამოიკვეთა, რომ მოქალაქეები ახალდარგულ ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ – იმედია, უმსგავსო ფაქტებს ერთად შევებრძოლებით“ – კახა კალაძე

169
კახა კალაძე

„ბოლო თვეებია, ახალ რეაბილიტირებულ სკვერებში ხდება ხეების დაზიანება, მათი მოპარვა. ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ ზიანდება ხე-მცენარეები და გამოიკვეთა, რომ მოქალაქეები ახალდარგულ ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და თქვა, რომ არსებობს შესაბამისი ვიდეოკადრები.

თბილისის მერის თქმით, ვანდალიზმი მერიისთვის უდიდესი გამოწვევაა.

მიუსაფარი ცხოველების მოვლისა და გამრავლების საკითხებს კანონი დაარეგულირებს – კალაძე ახალ კანონპროექტზე საუბრობს

„გვაქვს კონკრეტული სივრცეები, ახლად რეაბილიტირებული სკვერები, პარკები, განახლებული ინფრასტრუქტურა, რომელთა მიზანმიმართული დაზიანება ხდება. თუ აქამდე საუბარი იყო საპარკო ინფრასტრუქტურაზე, დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა, რაც ძალიან სამწუხაროა.

ბოლო თვეებია, ახალ რეაბილიტირებულ სკვერებში ხდება ხეების დაზიანება, მათი მოპარვა. ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ ზიანდება ხე-მცენარეები და გამოიკვეთა, რომ მოქალაქეები ახალდარგულ ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ.

„შემაკავებელი ეფექტის მქონე იქნება – თუ პირი განმეორებით ჩაიდენს დანაშაულს, განსაზღვრულია 300 ლარიანი სანქცია“ – ბითაძე ცხოველების გასეირნების წესში ცვლილებებს განმარტავს

ბითაძის თქმით, ამავე კანონპროექტით, ასევე შემოთავაზებულია ცვლილებები ჩლიქოსანი შინაური ცხოველების გადაადგილებასთან დაკავშირებით.

გვაქვს შესაბამისი ვიდეოკადრებიც. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი დამოკიდებულება. მძიმეა და გულდასაწყვეტი, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ამ ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის ყველაფერი საუკეთესო გავაკეთოთ.

ამაში იხარჯება თქვენივე თანხები, ჩვენ კი უბრალოდ მენეჯმენტს ვუწევთ ახალი პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და ვანდალიზმის ფაქტებს ერთად შეებრძოლოს.

„ყოველდღიურად თავშესაფარში უამრავი დაკარგული ცხოველი შემოგვყავს, რომელთაც პატრონები არ აკითხავენ..“ – რას გეგმავს ძაღლების რაოდენობის შემცირების მიზნით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

„დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ერთად დავდგებით, ერთად შევებრძოლებით ვანდალიზმს და ამ უმსგავსო ფაქტებს. რეკრეაციულ სივრცეებს რომ ვაკეთებთ, იქ შინაური ცხოველებისთვის სპეციალურ ადგილებს გამოვყოფთ სასეირნოდ, სავარჯიშოდ, მაგრამ არ ვიცი, რატომ უნდა ავარჯიშო და გაწვრთნა ძაღლი ხე-მცენარეზე და ამით გამწვანება დააზიანო“. – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები