LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრები თვალეს, თვალეს და ვერ დათვალეს – რატომ გადაიდო Ryanair-ის რეისი

97
ryainair19

ბორტგამცილებლებმა მგზავრები ვერ დაითვალეს და ამის გამო რეისი გადაიდო. ავიაკომპანია Ryanair-ის ფრენამ 2 საათით მხოლოდ იმის გამო დაიგვიანა, რომ ბორტზე მყოფი ადამიანების ზუსტ რაოდენობას ვერ ადგენდნენ.

როგორც “The independent” იუწყება, გაუგებრობა ლონდონიდან ბელფასტისკენ მიმავალ თვითმფრინავზე მოხდა. წესით და რიგით ბორტზე 100-მდე მგზავრი უნდა ყოფილიყო.

ბორტგამცილებლებმა ბილეთები სამ-სამჯერ შეამოწმეს, შემდეგ კი მგზავრების სიაც ამოიკითხეს და  სახელებითაც გადათვალეს, რათა გაერკვიათ თუ ვინ იყო ბორტზე და ვინ არა. რატომღაც მათ სჯეროდათ, რომ თვითმფრინავში გათვალისწინებულზე მეტი ადამიანი უნდა ყოფილიყო და ამის გამო რეისმა დაიგვიანა. საბოლოოდ როგორც იქნა, მგზავრები დათვალეს და ბოდიშის მოხდის შემდეგ რეისიც შესრულდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g