LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრმა თვითმფრინავში ერთი ფრაზა თქვა და მაშინვე ციხეში მოხვდა

131
6637e2ee-6644-4d03-9ee3-2bb9b0e3

ამერიკული ავიაკომპანიის Delta Airlines-ის მგზავრმა „ცუდად“ იხუმრა და ფრენა ციხეში დაასრულა. გამოცემა CBS Austin-ის ინფორმაციით, კაცმა ბორტზე ბომბის არსებობა ახსენა და მაშინვე ტერორიზმში ბრალდებით დააკავეს.

გაუთვალისწინებელი სიტუაცია მოხდა ლაინერის ბორტზე, რომელიც ოსტინიდან ატლანტისკენ უნდა გაფრენილიყო. ჩასხდომის შემდეგ ბორტგამყოლმა 59 წლის ჩარლზ კენტს ხელბარგის თაროზე მოთავსება სთხოვა. მგზავრმა უარი განაცხადა და თქვა, რომ მის ჩანთაში შესაძლოა ყოფილიყო – „ფული, ბომბი ან პისტოლეტი“.

ამ ფრაზამ ბორტგამყოლი ძალიან ააღელვა და მომხდარის შესახებ საჰაერო ხომალდის კაპიტანს აცნობა. თვითმფრინავის ბორტზე მაშინვე პოლიცია გამოიძახეს და კენტი დააპატიმრეს. სამართალდამცველებმა რეისის სხვა მგზავრებიც გაიყვანეს სალონიდან და ძაღლებთან ერთად ლაინერის შემოწმება დაიწყეს.

რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ბორტზე ვერანაირი ასაფეთქებელი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს.
ხუმარა ამერიკელი კი ციხეში გადაიყვანეს და ყალბი მუქარისთვის ბრალი წაუყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები