მიანმარის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
ხანძარი ღამის 3 საათზე გაჩნდა და შენობას მალე მოედო. მედიის ცნობით, სასტუმრო 1930 წელს აშენდა და ხანძარმა ის მთლიანად გაანადგურა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.