Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის ახალი მსუბუქი, lightweight მოდელი გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ მოდელი, სახელწოდებით Phi-3-mini პირველია, იმ სამი მცირე ენობრივი მოდელიდან, რომლის გამოშვებასაც კომპანია აპირებს. SLM-ები უფრო მარტივი ამოცანების შესასრულებლადაა შექმნილი, რაც შეზღუდული რესურსების მქონე კომპანიებისთვის სასარგებლოა.
Phi-3-mini ხელმისაწვდომი იქნება Microsoft-ის ღრუბლოვანი სერვისის პლატფორმაზე, Azure’s AI მოდელების კატალოგზე და აგრეთვე მანქანური სწავლების მოდელის პლატფორმაზე.
შეგახსენებთ, წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ Microsoft-ი ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა. Bloomberg-ის თანახმად, ტექნოგიგანტის 1 აქციის ფასი $388-ს შეადგენს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $2.89 ტრილიონია. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით ის Apple-ს, უსწრებს, რომლის ღირებულება $2.88 ტრილიონია.
პირველად საქართველოში ღონისძიება Microsoft for Startups გაიმართება
Microsoft-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა