LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Microsoft-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა

146
msft-vcvc2-3

Microsoft-ი  ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა. Bloomberg-ის თანახმად, ტექნოგიგანტის 1 აქციის ფასი $388-ს შეადგენს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $2.89 ტრილიონია. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით ის  Apple-ს, უსწრებს, რომლის ღირებულება $2.88 ტრილიონია.

ცნობისთვის,  ხელოვნური ინტელექტის განვითარების წყალობით, კომპანიისთვის გასული წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სატია ნადელამ განახორციელა მრავალმილიარდიანი ინვესტიცია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რომლის წყალობითაც კიდევ უფრო გააძლიერა კავშირები ChatGPT-ის მწარმოებელ OpenAI-თან.

ტექნოლოგიური სიახლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები