LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 წლის განმავლობაში პირველად, Microsoft-ი კლავიატურაზე ახალ ღილაკს ამატებს

131
ai_key_microsoft_1704361734754

Microsoft-ი კლავიატურაზე ახალ ღილაკს ამატებს. ეს გახლავთ ხელოვნური ინტელექტის (AI) სერვისის, Copilot-ის ღილაკი. ახალი კლავიატურა უკვე ამ თვიდან იქნება ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია რომ, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Microsoft-მა Windows-ის კლავიატურას ახალი ღილაკი დაუმატა.

ცნობისთვის, ბოლო ასეთი ცვლილება 1994 წელს მოხდა, როდესაც კლავიატურაზე Windows-ის იგივე Start-ის ღილაკი გაჩნდა.

შეგახსენებთ, Microsoft-მა გასული წელს თავისი არაერთი პროდუქტი AI ტექნოლოგიების გამოყენებით განაახლა.

ტექნოლოგიური სიახლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები