Microsoft-მა ახალი ასისტენტი წარადგინა. ის ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს და კომპანიის საოფისე აპლიკაციებში იქნება ჩაშენებული.
ასისტენტი შეაჯამებს შეხვედრებს, გააკეთებს ჩანაწერებს, აგრეთვე, წამებში შექმნის „ვორდის“დოკუმენტებსა და Powerpoint-ის პრეზენტაციებს.
Microsoft 365 Copilot ხელმისაწვდომი პირველი ნოემბრიდან იქნება. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროგრამის მიზანი დასაქმებულების რუტინული დავალებებისგან გათავისუფლებაა.