LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიცვალებული სახლში არავის მიჰყავს… გოგოს მამა ამბობს, ჩემი შვილი ციხეში მიდის და ის სახლში მოვასვენოო?“ – შსს გარდაბანში დის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს

640
მკვლელობა გარდაბანში

16 მაისს გარ­და­ბან­ში მომხდარი მკვლელობის შესახებ, რა დროსაც პირი საკუთარ დას ავტომობილით განზრახ დაეჯახა, შემდეგ კი დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

შსს: გარდაბანში, დის მკვლელობის ბრალდებით, 2001 წელს დაბადებული პირი დააკავეს

როგორც Ambebi.ge-სთან ად­გი­ლობ­რი­ვი მაცხოვრებელი ჰყვება, მოკლული 30 წლის შახ­ლა ის­მა­ი­ლო­ვაა, მას ქმა­რი და ორი შვი­ლი დარ­ჩა:

„საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხიც ჰქონ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში სახ­ლი­დან წა­ვი­და. ძმა დას ეძებ­და, იმუქ­რე­ბო­და, სა­დაც ვნა­ხავ, იქ მოვ­კლა­ვო. ისი­ნიც ერი­დე­ბოდ­ნენ, ძმა გო­გო­ნას დღეს გა­და­ე­ყა­რა ქუ­ჩა­ში, ჯერ მან­ქა­ნა და­ა­ჯა­ხა, მერე წაქ­ცე­ულს 4-ჯერ ჩა­არ­ტყა დანა. გო­გო­ნა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ახლა ერთი პრობ­ლე­მაა, გო­გო­ნას ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და, ბი­უ­რო­ში უთხრეს, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი წა­იყ­ვა­ნე­თო, მაგ­რამ არა­ვის მიჰ­ყავს, არც გო­გოს ოჯახს მიჰ­ყავს და არც ბი­ჭი­სას. გო­გოს მამა იძა­ხის, ჩემი შვი­ლი ცი­ხე­ში მი­დის და სახ­ლში მო­ვას­ვე­ნოო?“ – ამბობს გარ­დაც­ვლი­ლის თა­ნა­სოფ­ლე­ლი Ambebi.ge-სთან საუბარში.

ცნობისათვის, სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების კადრები გაავრცელა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ნ.ი., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გარდაბანში, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, 1995 წელს დაბადებულ შ.ი. – ს, რის შემდეგაც მას დანის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად შ.ი. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ნ.ი. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები