LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიეცით ეს მედალი რუს დედას, რომლის შვილიც დაიღუპა ამ უსამართლო ომში“ – ამერიკელმა ასტრონავტმა დიმიტრი მედვედევს მედალი დაუბრუნა

884
სკოტ კელი

ცნობილმა ამერიკელმა ასტრონავტმა სკოტ კელიმ დააბრუნა მედალი, რომელიც მას დიმიტრი მედვედევმა გადასცა. ამის შესახებ სკოტ კელი „ტვიტერზე“ წერს.

„გთხოვთ მიეცით ეს მედალი რუს დედას, რომლის შვილიც დაიღუპა ამ უსამართლო ომში. მედალს გამოვაგზავნი ფოსტით ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოში. წარმატებები” – დაწერა მან საკუთარ ტვიტერზე რუსულად.

ცნობისათვის სკოტ კელი პირველი ამერიკელი ასტრონავტია, რომელმაც 2015-2016 წლებში, თითქმის 1 წელი (340 დღე) გაატარა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტაზე რუს კოსმონავტებთან ერთად.

სკოტ კელი გმობს რუსეთის შეჭრას და მხარს უჭერს უკრაინას.

<