LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 000-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება” – ფინანსთა მინისტრი

131
ლაშა ხუციშვილი1

საქართველოს ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ სანქციების აღსრულების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოსთან, კომპეტენტურ უწყებებთან, ევროკომისიის DG TAXUD-თან, ევროკავშირის კრიზისების მართვის გუნდთან და პარტნიორი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებთან.

სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე დაიწყო სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი - ფინანსთა მინისტრი

"საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია".

ლაშა ხუციშვილის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, საქართველოს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმა DOLFIN-ზე დაშვება და ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა უკვე მოიპოვა ექსპერტის სერტიფიკატი.

„ზემოაღნიშნული ძალისხმევის შედეგი სახეზეა – მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 000-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 500-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება. როგორც უკვე აღინიშნა, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე, ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის, ტრანზიტი, ექსპორტი და რეექსპორტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მინისტრი ამბობს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, გემებისა და გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. თუ გემი, ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.

mazda magti 5g