LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიიღებს თუ არა ნინოწმინდის პანსიონი ომბუდსმენს – დღეს ნინო ლომჯარია მეუფე იაკობს ხვდება

66
ლომჯარია იაკბო

სახალხო დამცველსა და ნინოწმინდის პანსიონის ახალ ხელმძღვანელს შორის შეხვედრა დღეს შედგება. სწორედ ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობისგან ნინო ლომჯარია ბავშვთა სახლში შესვლის უფლებას.

მხარეები იმედოვნებენ, რომ საპატრიარქოს უნივერსიტეტში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ არსებულ არაერთ კითხვას პასუხი გაეცემა. შეხვედრის დაწყების სავარაუდო დროდ დილის 11:00 საათი სახელდება.

შეგახსენებთ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად ბოდბელი მთავარეპისკოპოსი 3 დღის წინ დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები