LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიიღო თუ არა დამატებით შემოსავალი ბიუჯეტმა ლარის კურსის ვარდნის შედეგად – მთავრობა და ოპოზიცია ვერ თანხმდებიან

97

ლარის კურსის ცვლილების გამო სახელმწიფო ბიუჯეტმა იმპორტის გადასახადიდან 5%-ით მეტი შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2015 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტი განიხილეს.

კაკაურიძის თქმით, ლარის კურსის სხვაობით გამოწვეული მოგება საგადასახადო შემოსავლების მთლიან მოცულობასთან შედარებით მიზერულია.

„ერთადერთი გადასახადი, რომელსაც  კურსის ცვლილება ეხება იმპორტის გადასახადია,  თუმცა თუ შევადარებთ შარშანდელ და წლევანდელ მონაცემებს, შარშან უფრო ნაკლები გვაქვს იმპორტის გადასახადიდან მიღებული შემოსავლები, ვიდრე წელს,“ – განმარტა კაკაურიძემ.

ლარის კურსის ცვლილების გამო დამატებითი მიღებული შემოსავლის ოდენობით, კომიტეტის სხდომაზე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი დაინტერესდა.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ძალიან დაბალია. „2012 წლის დონეზეა ექსპორტიც და იმპორტიც, თუმცა იმის გამო რომ ლარის კურსი დაეცა,  თქვენ გაგიჩნდათ შესაძლებლობა მეტი შემოსავლები მიგეღოთ ლარში“ – განაცხადა წერეთელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g