LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხა პაპა საპატრიარქოში იცხოვრებს [ვიდეო]

1600
58376291_585538621931097_6659831724320489472_n

მიხა პაპა დროებით კლინიკიდან გამოწერეს. ოპერაციის დაგეგმვამდე ის საპატრიარქოში იცხოვრებს.

გუშინ მიხა პაპა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა.

ილია მეორემ მარტოკაცი დალოცა და გამოჯანმრთელება უსურვა, ასევე მისი ამბავი მოიკითხა და 500 ლარი აჩუქა.

 

ილია მეორე: გახარებული და დალოცვილი იყავი.

მია პაპა: აგრეთვე შენ, ჩემო ნათლია

ილია მეორე: როგორ ბრძანდები? 

მთის სოფლის მარტოხელა მოსახლე პატრიარქმა მონათლა

მიხა პაპა უკვე ოც წელზე მეტია 7 სოფლის ერთადერთი მასპინძელია

მიხა პაპა: დღეს ფეხზედა ვარ, და ხვალისა ქვე არ ვიცი რა მომდის, შეიძლება ვკვდები რა.

ილია მეორე: ეგ ყველანი ასე ვართ.

მიხა პაპა: აბა რა თქმა უნდა რა. აქ არავინ დავრჩებით.

ილია მეორე: სად ცხოვრობ შენ?

მიხა პაპა: ზეისტეჩოში.

ილია მეორე: ვინ გეხმარება?

მიხა პაპა: ჩემი თავითა ვარ მე იქა. არც დედა მყავ, არც მამა, არც ძმები. ყველა დამეხოცა და მე მარტო ვორ. აქ რომ წამოვედი, არც ფული მქონდა, არაფერი. ზოგს ვინ მიზიდავს საჭმელს, ზოგს ვინ. გავდივარ იოლას.

ილია მეორე: აი, 500 ლარი მოგიმზადე.

მიხა პაპა: მადლობა ნათლია. იქნება დრო, რომ კიდევ ჩამოვალ მე შენთან ისე არ გაგიშვებ, რომ არაფრ გაჩუქა რა. კარგა ყოფნას გისურვებ ნათლია.

მიხა არაბული, რომელიც ინტერნეტსივრცეში მიხა პაპას სახელითაა ცნობილი, შეუძლოდ აპრილში გახდა, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისი საავადმყოფოში გადაყვანა ვერ ხერხდებოდა. შემდეგ საქმეში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩაერთო.

საბოლოოდ ის თბილისში გადმოიყვანეს და უმკურნალეს. ხევსურეთის, გორშეღმის ხეობის 15 სოფლის ერთადერთი მუდმივი მცხოვრები, 77 წლის მიხა არაბული, საავადმყოფოში ყოფნისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მონათლა.

მიხა არაბულს ძველი, ხევსურული სახლი 20 წლის წინ დაენგრა, თუმცა მან, სოფლის ერთადერთმა მოსახლემ გორშეღმის ხეობა მაინც არ დატოვა. ის მიწაში გამოთხრილ უკარფანჯრო მიწურში ცხოვრობდა. “მთის ამბებმა” საზოგადოების მობილიზება და მისთვის სახლის აშენება შეძლო. ამ ამბავმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g