ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოს პრემიერს, ირაკლი კობახიძეს განცხადებით მიმართავს და ამბობს, რომ გერმანიის პარლამენტის „აბსოლუტური უმრავლესობა „უცხოელი აგენტების კანონს” მკაცრად ეწინააღმდეგება.
მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ზე ქართველ ხალხს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებისთვის დემონსტრაციებს მართავენ, სრულ სოლიდარობას უცხადებს და წერს:
„ევროკავშირი არის წესებზე დაფუძნებული ორგანიზაცია და ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც მასში გაწევრიანება სურს, ამ წესებს უნდა მისდევდეს, კანონი კი, რომელიც ცნობილია როგორც უცხოელი აგენტების კანონი, ამ წესებს არ შეესაბამება“.
„ძვირფასო კობახიძე, გერმანიის ელჩმა ჩვენი კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა! მინდა დაგამშვიდოთ, გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს”.
გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ ევროკავშირის ღირებულებებისთვის”. – წერს მიხაიელ როთი.
Dear @PM_Kobakhidze,
— Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦🇮🇱 (@MiRo_SPD) April 19, 2024
🇩🇪 Ambasador quoted our Chancellor correctly!
I’d like to reassure you that the vast majority of the 🇩🇪 Bundestag is strictly against the „foreign agent law“. Please withdraw the bill!
Full solidarity with the people of 🇬🇪 demonstrating for our 🇪🇺 values.