LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: „ამ დღეებმა, აქციებმა კანონის საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა დაგვანახა – რა თქმა უნდა, პარლამენტი მსჯელობას გააგრძელებს“

139
შალვა პაპუაშვილი

„ამ დღეებმა, ამ აქციებმა დაგვანახა საჭიროება ამ კანონის და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რას ეუბნება ის საპროტესტო აქციები, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ იმართება და რა არის პასუხი ხალხის მოწოდებაზე, რომ რუსული კანონი პარლამენტმა უკან უნდა გაიწვიოს.

ზურაბ ჯაფარიძე: „ათობით ათასი ქუჩაში გამოსული გაბრაზებული ადამიანი, რომლებმაც ყველას დაანახეს რომ მზად არიან ფიზიკურად დაიცვან ამ ქვეყნის, თავისუფალი მომავალი – ეს ქვეყანა არ გარუსდება“

როგორც მანვე აღნიშნა, პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას გააგრძელებს და ეს კანონი ხალხს სჭირდება:

ასევე ნახეთ

„რაც შარშან არ გააკეთეს, წელს იმას იზამენ, მათი მიზანიც ესაა – მაქსიმალურად ბოლომდე, ზამბარასავით დაჭიმვა, შემდეგ მეორე ნაწილის შემოტანა, ოჯახზე ზრუნვა თუ რაც ჰქვია იმ კანონპროექტს და შესაბამისად, ამით დამთავრდება“.

„ზუსტადაც, ამ აქციებმა დაგვანახა კანონის საჭიროება. ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას ამ კანონზე, ჩვენი პოზიცია ცხადია, ეს კანონი სჭრიდება ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის პოზიციაც ცხადი არის, რომ მას სჭირდება ეს კანონი“. – უპასუხა პაპუაშვილმა ჟურნალისტს.

თორნიკე რიჟვაძე: „შსს ზეპროფესიონალურად მოქმედებდა და შეიძლება ევროპელებსაც ძალიან ბევრი ვასწავლოთ, როგორ უნდა გავცეთ აგრესიასა და ზღვარგადასულ ბულინგზე პასუხი“

პოპულალურები