LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე რიჟვაძე: „შსს ზეპროფესიონალურად მოქმედებდა და შეიძლება ევროპელებსაც ძალიან ბევრი ვასწავლოთ, როგორ უნდა გავცეთ აგრესიასა და ზღვარგადასულ ბულინგზე პასუხი“

125
თორნიკე რიჟვაძე

„შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი ძალები მოქმედებენ ზეპროფესიონალურად და შეიძლება ევროპელებსაც ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვასწავლოთ, როგორ უნდა გავცეთ აგრესიაზე და მათ შორის ზღვარგადასულ ბულინგზე პასუხი“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

რიჟვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა თქვა, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან აგრესიას, რომელიც იყო დაფიქსირებული, შესაბამისი პასუხი გაეცა:

ზურაბ ჯაფარიძე: „ათობით ათასი ქუჩაში გამოსული გაბრაზებული ადამიანი, რომლებმაც ყველას დაანახეს რომ მზად არიან ფიზიკურად დაიცვან ამ ქვეყნის, თავისუფალი მომავალი – ეს ქვეყანა არ გარუსდება“

„ჩვენ „გაპრავების“ საჭიროება არ გვიდგას თქვენგან განსხვავებით. თქვენ მოგიწევთ „გააპრავოთ“ ის დაფინანსებები კანონის საფუძველზე, რომელსაც იღებთ. ზოგიერთ შემთხვევაში გულწრფელი დამოკიდებულება გვაქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის ახალგაზრდების მხრიდან, ეს გასაგებია.

ასევე ნახეთ

აღნიშნულით პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რას ეუბნება ის საპროტესტო აქციები, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ იმართება და რა არის პასუხი ხალხის მოწოდებაზე, რომ რუსული კანონი პარლამენტმა უკან უნდა გაიწვიოს.

რა თქმა უნდა, ჩვენ კომუნიკაციას არ დავაკლებთ, რომ კიდევ უფრო მეტად ავხსნათ, რამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ კანონის მიღება და ზოგადად, საჯარო სივრცეში მოქმედი ყველა ორგანიზაცია მაქსიმალურად უნდა იყოს გამჭვირვალე და ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, ყველა ორგანიზაცია, რომელიც ამ ქვეყანაში მოქმედებს, საიდან ფინანსდება და რა კონკრეტულ ინტერესებს ემსახურება და ატარებს.

„მინდა ვთხოვო ყველას, მათ შორის ახალგაზრდებს, ჩვენც ნუ დაგვიჯერებთ, თავად ნახეთ კანონი, წაიკითხეთ და გამოიტანთ დასკვნას“ – კალაძე

მე სამწუხაროდ, არ მომისმენია არცერთი მხარდამჭერი განცხადება თქვენი მხრიდან, თქვენი კოლეგის მიმართ, ვხედავდით ზღვარგადასულ ბულინგს, რომელიც ხორციელდებოდა კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ.

ელისაშვილი: „ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით, დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი“

რაც შეეხება აქციას მყოფი ადამიანების მხრიდან წამოსულ აგრესიას, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი ძალები მოქმედებენ ზეპროფესიონალურად და შეიძლება ევროპელებსაც ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვასწავლოთ, როგორ უნდა გავცეთ ამ აგრესიაზე და მათ შორის ზღვარგადასულ ბულინგზე პასუხი.

აგრესიას, რომელიც იყო დაფიქსირებული, გაეცა შესაბამისი პასუხი. ყველა კადრი მაქვს ნანახი”.- განუცხადა ჟურნალისტებს თორნიკე რიჟვაძემ.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

პოპულალურები