LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხაელ როთი პრემიერს მიმართავს: „ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა „უცხოელი აგენტების კანონს” მკაცრად ეწინააღმდეგება“

296
ირაკლი კობახიძე და მიხაელ როთი

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოს პრემიერს, ირაკლი კობახიძეს განცხადებით მიმართავს და ამბობს, რომ გერმანიის პარლამენტის „აბსოლუტური უმრავლესობა „უცხოელი აგენტების კანონს” მკაცრად ეწინააღმდეგება.

პაპუაშვილი: „ამ დღეებმა, აქციებმა კანონის საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა დაგვანახა – რა თქმა უნდა, პარლამენტი მსჯელობას გააგრძელებს“

მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ზე ქართველ ხალხს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებისთვის დემონსტრაციებს მართავენ, სრულ სოლიდარობას უცხადებს და წერს:

ასევე ნახეთ

„ევროკავშირი არის წესებზე დაფუძნებული ორგანიზაცია და ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც მასში გაწევრიანება სურს, ამ წესებს უნდა მისდევდეს, კანონი კი, რომელიც ცნობილია როგორც უცხოელი აგენტების კანონი, ამ წესებს არ შეესაბამება“.

„ძვირფასო კობახიძე, გერმანიის ელჩმა ჩვენი კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა! მინდა დაგამშვიდოთ, გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს”.

გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ ევროკავშირის ღირებულებებისთვის”. – წერს მიხაიელ როთი.

ოლაფ შოლცი: „ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს – ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო მას არ მიიღებს“

პოპულარულები