უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ „ნეიტრალიტეტი არ არის ვარიანტი“. როგორც პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, „უკრაინას სჭირდება ტანკები, ჭურვები თვითმფრინავები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები“.
პოდოლიაკი: დაჟინებით მოვითხოვთ სპეციალური ტრიბუნალის მკაფიო პროცედურას რუსეთისთვის
„ნეიტრალიტეტი არ არის ვარიანტი. რუსეთი ევროპისთვის უკიდურესი რისკია – საერთაშორისო სამართლის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული ნგრევა. ასევე, მასობრივი მკვლელობები. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ჭურვები, ტანკები, თვითმფრინავები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები“, – წერს პოდოლიაკი.
Neutrality isn’t an option. You can’t sit out. RF is an extraordinary risk for Europe, a deliberate destruction of int. law, security contours, democracy, massive demonstrative murders. Thus, we need shells, tanks, aircraft. Again: shells, tanks, aircraft. And long-range missiles— Михайло Подоляк (@Podolyak_M) February 19, 2023