უკრაინა დაჟინებით მოითხოვს რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის მკაფიო პროცედურას, რომელსაც უნდა ჰქონდეს ზესახელმწიფოებრივი იურისდიქცია და რუსეთის მაღალჩინოსნებს ფუნქციური იმუნიტეტების მოხსნის შესაძლებლობა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„ჩვენ, უდავოდ, დაჟინებით მოვითხოვთ სპეციალური ტრიბუნალის მკაფიო პროცედურას და, ხაზს ვუსვამ, რომ ის ცალკე უნდა შეიქმნას და ჰქონდეს არა ეროვნული, არამედ ზესახელმწიფოებრივი იურისდიქცია. ასევე, როგორც ტრიბუნალის დამფუძნებელ ქვეყნებს შორის შეთანხმების ნაწილი, მას უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება ფუნქციური იმუნიტეტი მოუხსნას რუსეთის ხელმძღვანელობას“, – განაცხადა პოდოლიაკმა.