LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიხარია რომ ჩემს გუშინდელ პოსტს აქციის მონაწილეები ეკლესიაში შეუყვანია და იქ ულოციათ, მადლობა ღმერთს“ – ნინო წილოსანი

164
ნინო წილოსანი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, რომელმაც ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე მოქალაქეებს მიმართა და მათ ლოცვას დაჰპირდა, მორიგ პოსტს ავრცელებს საკუთარ ფეისბუკგვერდზე და გუშინ, ქაშვეთის ეკლესიასთან სტუდენტების მისვლას ეხმაურება.

ნინო წილოსანი: „ამ მძიმე დღეს თქვენთვის ვილოცებ, უფალს ვთხოვ, მოგიტევოთ თქვენში გაჯერებული ზიზღი და გიხსნათ ბოროტი ძალებისგან“

„ბევრი მთაგავს და მიხარია რომ ჩემს გუშინდელ პოსტს აქციის მონაწილეები ეკლესიაში შეუყვანია და იქ ულოციათ 

მადლობა ღმერთს“, – წერს ნინო წილოსანი.

გუშინ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ და ქაშვეთის ეკლესიასთან გადაინაცვლეს.

სტუდენტებმა ეკლესიის ეზოში სანთლები აანთეს. ორგანიზატორებმა შეკრებილებს მოუწოდეს ხმაურის და სკანდირების გარეშე აენთოთ სანთლები.

ვიდეო: „ამათ ეძახით ურწმუნოებს და უსამშობლოებს??? გაახილეთ თვალი, დაინახეთ თქვენი მომავალი“ – სოფო ხუნწარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები