LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1318
მიხეილ ცაგარელი

ნებისმიერი საქმის დაწყებამდე კარგად გაიაზრეთ რას აკეთებთ და რა შედეგს ელით შესრულებული სამუშაოსგან.

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების ალბათობა. გულდასმით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების მოსაწყობად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ანტიკვარული და ძვირფასი ნივთების შესაძენად, ოჯახური წვეულების მოწყობისა და ძველი ტრადიციების აღსადგენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, აქატი, მარგალიტი, ოპალი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g