მიხეილ ცაგარელის 20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1070
mikheil-cagareli-new

ხვალინდელი სავსემთვარეობის წინ დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული იქნება, ამიტომ ეცადეთ მშვიდად გაიაროთ და არ აჰყვეთ მოჭარბებულ ილუზიებს, ფანტაზიებს, ჭორებსა და ცდუნებებს.

მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, კონფლიქტებს და სხვის საქმეში ჩარევას.

თავი შეიკავეთ ახალი პროექტების დაწყებისგან, უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები.

ეცადეთ გათავისუფლდეთ აგრესიისგან, დატოვეთ წარსულში დეპრესიული აზრები და არასასიამოვნო მოგონებები.

არ ღირს ფარულად მოქმედება და ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია ენერგოველის დაბინძურებისა და თვალის აღების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ხორციანი კერძების მირთმევისგან, ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას, თვალებს და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, მარჯანი, გიშერი, ალექსანდრიტი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები
„მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა.. ტკბილად იძინე შვილო, შენ მეორე სიცოცხლით გაუმაძღარი ნაია ხარ და ის ნაია, ძალიან პატარამ დაიტირა დედაშენმა“ – მზია კახაძე ახალგაზრდა გოგოს შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
გიორგი კეკელიძე: „თავისუფლების სახელით შემოპარებული ბოდვა, რომ „ნარკოტიკი მოსულა“ და „ადამიანს რასაც უნდა, იმას იზამს, მისი საქმეა“ – სასწრაფოდ განზეა გასაწევი..წუხელ მორიგი ახალგაზრდა დაიღუპა ამ საშინელი სენით“
ირაკლი კობახიძე: ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა..საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით