LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

137
cagareli

გუშინდელი ახალმთვარეობის შემდეგ, დღევანდელი დღეც საკმაოდ მძიმე იქნება. მოემზადეთ სიურპრიზებისთვის, რომლებიც ზოგის სიხარულს, ზოგს დამატებით პრობლემებს მოუტანს.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ეჭვიანობა, ჩაძიება და ზედმეტი კრიტიკა, რადგან ასე მხოლოდ დაძაბავთ ურთიერთობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სადავო საკითხებზე მსჯელობისა და ხელმძღვანელობისთვის თხოვნით მისამართად, უძრავი ქონების შეძენისა და ბინის ინტერიერის შესაცვლელად, სამშენებლო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად. ნაკლებად გაამართლებს ვაჭრობა და კომერცია, ფინანსური ოპერაციები და ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. კარგი დღეა ფილტვების და კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. თავი შეიკავეთ, თხილის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და სახსრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ბეჟი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, ონიქსი, ოპალი, ქრიზოპრაზი, მალაქიტი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები