LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (23-29 დეკემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1778
მიხეილ ცაგარელი

ვერძი – საკმაოდ პროდუქტიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის და ვალდებულებების აღებას. კარგი პერიოდია იდეების განსახორციელებლად და საზოგადოებაში პოპულარობის მოსაპოვებლად, საქმიანი და სასიყვარულო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი შეხვედრების მოსაწყობად და სარფიანი გარიგებების გასაფორმებლად.

კურო – სასიკეთო, საკმაოდ პერსპექტიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. გაგიჩნდებათ სერიოზული ცვლილებების განხორვიელების სურვილი, რაც არა მხოლოდ საცხოვრებლის, არამედ საქმიანობის სფეროს შეცვლაზეც დაგაფიქრებთ. კარგი პერიოდია კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან საერთო ენის მოსაძიებლად, იდეების და ძველი პროექტების განსახორციელებლად, კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ტყუპები – სიურპრიზებით სავსე კვირაა, რადგან მოულოდნელად მოგეცემათ ძველი იდეების განხორციელების შანსი, მით უფრო, რომ იღბალიც თქვენს მხარეს იქნება. არაა გამორიცხული მიიღოთ საჩუქარი, რომელსაც არ ელოდით ან შეხვდეთ ძველ ნაცნობებს, რომლებიც რადიკალურად შეცვლიან თქვენს ცხოვრებას. მთავარია, არ შეუშინდეთ მოულოდნელობებს და მაქსიმალურად გამოიყენოთ ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის ყველა შანსი.

კირჩხიბი – მეტად წარმატებული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და იდეების განხორციელებას. მართალია, ძალიან გაგიჭირდებათ საქმიან პარტნიორებთან ურთიერთგაგების მოძიება, მაგრამ ახლობელთა დახმარებით მაინც წარმატებით შეძლებთ სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას, კარიერულ წინსვლას და ფინანსური სტაბილურობის მოპოვებას.

ლომი – რადიკალური ცვლილებების კვირაა, მით უფრო, რომ იღბალიც თქვენს მხარეს იქნება. კარგი პერიოდია სურვილების, ამბიციების გასაჟღერებლად და მაღალი სამსახურეობრივი პოზიციის დასაკავებლად. მართალია, კარიერული ზრდა სერიოზული მსხვერპლის გაღებას მოგთხოვთ, მაგრამ ყველა მონდომება აგინაზღაურდებათ. მთვარია, არ იზარმაცოთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა სასიკეთო შანსი.

ქალწული – დინამიური, მეტად ნაყოფიერი კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, ენთუზიაზმი კი, ძველი პროიექტების დასრულებასა და ახალი საქმის დაწყებაში დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული სწორედ ახლა დაგიფასდეთ ძველი შემართება და მოულოდნელად მიიღოთ საჩუქარი, რომელსაც დიდხანს ნატრობდით.

სასწორი – სიურპრიზების კვირაში მოულოდნელი ცვლილებებია მოსალოდნელი პირად ცხოვრებასა და ოჯახურ ურთიერთობებში. მართალია, საკმაოდ სერიოზული ფინანსური ხარჯის გაწევა მოგიწევთ ბინის ინტერიერის შესაცვლელად, მაგრამ თვითონაც დარწმუნდებით, რომ ახალი, კომფორტული გარემო მართლაც ღირდა გაღებულ თანხად. ეცადეთ ზედმეტად არ გაერთოთ ნათესავების პრობლემების მოგვარებით, რათა უყურადღებოდ არ დაგრჩეთ პროფესიული მოვალეობები. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, თვითშემეცნებისა და ცოდნის გასაღრმავებლად.

მორიელი – წინა კვიასთან შედარებით ბევრად უკეთესი კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას. კარგი პერიოდია საინტერესო შეხვედრების გასამართად და ახალი საქმიანი პარტნიორების შესაძენად, კოლექტიურ ღონისძიებებში ჩასაბმელად და გავლენის სფეროების გასაფართოვებლად. მთავარია საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და არ თქვათ უარი ადამიანებთან ურთიერთობაზე.

მშვილდოსანი – საკმაოდ იღბლიანი კვირაა, რადგან ახალ პროექტებში ჩაბმა აუცილებლად მატერიალურ სარგებელს მოგიტანთ. შეძლებთ ახლობლებთან, კოლეგებთან საერთო ენის მოძიებას და პირადი, საქმიანი ურთიერთობის გაუმჯობესებას. მთავარია, იაქტიუროთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა სასიკეთო შანსი.

თხის რქა – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრძანდებით. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შრომისუნარიანობის გამოვლენას, მასშტაბურ პროექტების რეალიზაციის   სურვიული კი, აუცილებლად წარმატებით დასრულდება. მთავარია, იმოქმედოთ დამოუკიდებლად და არ მისცეთ პარტნიორებს თქვენს საქმეებში ჩარევის უფლება. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საკუთარი საქმის დასაწყებად ან ახალი სამსახურის მოსაძიებლად.

მერწყული –  ნაკლებად იღბლიანი კვირაა, რადგან დამოუკიდებლად მოგიწევთ ყველა პრობლემის მოგვარება, რაც მარტოობის გრძნობას გააძლიერებს, ნეგატიურად აისახება თქვენს გუნება-განწყობაზე და ხელს შეგიშლით მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასებაში. ეცადეთ არ იღელვოთ და მეტი დაისვენოთ, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობაც. მაქსიამლურად მოერიდეთ საეჭვო, ავანტურულ გარიგებებს და სარისკო მოქმედებებს, რათა არ შეხვდეთ ახალ წელს ვალებით და ზედმეტი ფინანსური ვალდებულებებით.

თევზები – საინტერესო ცვლილებების კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, საქმიანი შეხედრების გამართვას და საჭირო პარტნიორების შეძენას, რომლებიც არა მხოლოდ თქვენს მსოფლმხედველობას, არამედ ცხოვრების სტილსაც რადიკალურად შეცვლიან. მთავარია, არ დაკარგოთ სიფხიზლე და სწრაფად მოერგოთ ყველა ცვლილებას, რათა ხელიდან არ გაუშვათ დაწინაურების ან სარფიანი გარიგებების გაფორმების შანსი.

 

გეომაგნიტური დღეები – 23, 24, 26 და 29 დეკემბერი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g