LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (24 – 30 დეკემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

mikheil-cagareli

ვერძი – საკმაოდ დატვირთული კვირაა, რადგან ყურადღების გამახვილება პირველ რიგში კარიერასა და პროფესიულ საქმიანობაზე მოგიწევთ. მოგეცემათ სასიკეთო შანსები, მთავარია სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები და საკუთარი მიზნები, გამოიჩინოთ ინიციატივა და იაქტიუროთ. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გასამართად და ახალი პროექტების დასაწყებად.

კურო – ძველი შეხედულებების და წარმოდგენების გადაფასების კვირაა. არაა გამორიცხული შეიცვალოთ იმიჯი ან მოისურვოთ ბინის ინტერიერის განახლება. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას. კარგი პერიოდია იდეების რეალიზაციისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მოგზაურობისა და ახალი კონტაქტების დასამყარებლად.

ტყუპები – მზის, სატურნისა და პლუტონის შეერთება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში, კვირის მეორე ნახევარში ნეგატიურად აისახება თქვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მოგიწევთ საკუთარი ვნებების, ქცევისა და გამონათქვამების მაქსიმალურად გაკონტროლება, რათა არ გათქვათ საიდუმლო და არ მისცეთ კონკურენტებს თქვენს წინააღმდეგ მოქმედების საშუალება. კარგი პერიოდია ახალი კონტაქტების დასამყარებლად და მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად, პირადი და საქმიანი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.

კირჩხიბი – იდეების ჩამოყალიბების და წარმატებით განხორციელების კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი ნიჭის, კონტაქტურობის და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობის მოწესრიგებას, რაც პოზიტიურად აისახება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე და გაგიუმჯობესებთ გუნება-განწყობას. მართალია, შეგექმნებათ გარკვეული პრობლემები, მაგრამ მარტივად და უმტკივნეულოდ შეძლებთ ყველა სირთულის დაძლევას. კარგი პერიოდია ახალი კონტაქტების დასამყარებლად და ნაცნობობის წრის გასაფართოვებლად.

ლომი – კოსმიური გამოცდების კვირაა, რადგან იძულებული გახდებით ერთის მხრივ, პირადი ურთიერთობები გადააფასოთ, საკუთარი და პარტნიორის გრძნობები შეაფასოთ ობიექტურად, მეორეს მხრივ კი, პროფესიული შესაძლებლობები განსაზღვროთ რეალურად. გარკვეული პრობლემები შეგექმნებათ სამსახურში, თუმცა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული,  რამდენად წარმატებით გაართმევთ თავს სირთულეებს და იმ საქმეებს, რომელთა შესრულება ერთდროულად მოგიწევთ. კარგი პერიოდია ძველი პროექტების დასასრულებლად და ახლობლებთან უთანხმოების მოსაგვარებლად.

ქალწული – სულიერი ზრდის კვირაა, რადგან მეტ დროს დაუთმობთ საყვარელ საქმეს, თავისუფლად განახორციელებთ შემოქმედებით პროექტებს და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობას, შეძლებთ განვითარებას და კარიერულ წინსვლას, პირად და საქმიან პარტნიორებთან უთანხმოების მოგვარებას, მით უფრო, რომ გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე არ გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა.

სასწორი – კარგი კვირაა ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, მოგზაურობისთვის, რომანტიკული თავგადასავლებისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, თუმცა დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს გარისკვა და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება.

მორიელი – პოზიტიური კვირაა მეგობრებთან უთანხმოების მოსაგვარებლად და ახალი კონტაქტების დასამყარებლად. არაა გამორიცხული გაიცნოთ გავლენიანი ადამიანები, რომელთა წყალობით რადიკალურად შეცვლით საკუთარ ცხოვრებას. კარგი პერიოდია პროფესიული განვითარებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მშვილდოსანი – საკმაოდ დატვირთული კვირაა, რადგან იმ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება მოგიწევთ, რომელიც მომავალ წელს უზრუნველყოფს თქვენს წარმატებას, იუპიტერისა და ვენერას ჰარმონიული კავშირი მარსთან კი, აუცილებლად დაგეხმარებათ ფინანსური სირთულეების მარტივად დაძლევასა და შემოსავლის ალტერნატიული წყაროს მოძიებაში. კარგი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, პროფესიული წინსვლისა და კარიერული განვითარებისთვის, მით უფრო, რომ გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე არ გაგიჭირდებათ გააქტიურება და ინიციატივის გამოჩენა, მრავაფეროვანი კავშირებისა და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარება.

თხის რქა – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ახლა სწორედ თქვენი დროა! იღბლიანი და მეტად წარმატებული კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭის, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას და საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას. მართალია, მოგიწევთ სიფრთხილის გამოჩენა, რათა არ დაუშვათ შეცდომა, მაგრამ არ ღირს ზედმეტი ორჭოფობა, რათა თქვენი გაუბედაობით არ ისარგებლონ კონკურენტებმა. ნუ იჩქარებთ, თუმცა ნურც დიდი ხნით გადადებთ გადაწყვეტილების მიღებას, რადგან სწორედ ახლა გაქვთ ყველაზე თამამი იდეების განხორციელების და სურვილების ასრულების საუკეთესო შანსი.

მერწყული – ნაკლებად სასიკეთო კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმთელობის მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. კარგი პერიოდია ძველი საქმეების დასასრულებლად და საახალწლო სამზადისში ჩასაბმელად, თუმცა, არ ღირს ახალი პროექტების დაწყება და გრანდიოზული გეგმების დასახვა.

თევზები – მზისა და სატურნის ჰარმონიული კავშირი ნეპტუნთან გარშემომყოფებთან საერთო ენის სწრაფად და მარტივად მოძიებაში დაგეხმარებათ, არაა გამორიცხული გაიჩინოთ გავლენიანი მფარველები, რომლებიც იდეების რეალიზაციაში დაგეხმარებიან. კარგი პერიოდია შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად და ინდივიდუალური პროექტების განხორციელებით მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

გეომაგნიტური დღეები – 24, 27 და 29 დეკემბერი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g