მიხეილ ცაგარელის კვირის (14-20 მაისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ვერძი – მეტად სასიკეთო კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, იგრძნობთ ოპტიმიზმისა და ენთუზიაზმის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, ძველი იდეების რეალიზაციას და დაუსრულებელი პროექტების ბოლომდე მიყვანას, რაც დაგეხმარებათ ახალი შემოქმედებითი გეგმების დასახვასა და პროფესიულ ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებაში. გექნებათ უჩვეულო, მოულოდნელი შეხვედრები, გააუმჯობესებთ ურთიერთობას პარტნიორთან ან ჩაებმებით ახალ სასიყვარულო თავგადასავალში. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და საჯარო გამოსვლებისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს და პოპულარობას საზოგადოებაში. თუმცა, უმჯობესია თავი შეიკავოთ სარისკო მოქმედებებისგან და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური ვალდებულებებით.
კურო – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე ისევ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია! მართალია, ერთიანობაში მეტად პოზიტიური კვირაა, მაგრამ მეორე ნახევარი ბევრად საინტერესო და წარმატებული იქნება, გაიცნობთ ახალ ადამაინებს, ვისთან თანამშრომლობაც მხოლოდ სიკეთეს და სარგებელს მოგიტანთ. შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის ახლებურად გამოვლენას, კარიერულ წინსვლას და პროფესიულ განვითარებას, ძველი პროექტების დასრულებას და ახალი იდეების ჩამოყალიბებას, ფინანსური სტაბილურობის მოპოვებას და პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას. ეცადეთ გააქტიურდეთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ ამ კვირის ყველა პოზიტიური შანსი, რადგან წარმატების მიღწევის შესაძლებლობა ყველა სფეროში გექნებათ.
ტყუპები – პოზიტიური ცვლილებების კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობაც. შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების ახლებურად გამოვლენას და საკუთარი თავის სხვადასხვა სფეროში მოსინჯვას. მართალია, ამ კვირაში ნაკლებად გექნებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი, მაგრამ შემდეგი კვირიდან, რომელიც ბევრად სასიკეთო იქნება, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადავა, აუცილებლად მოგეცემათ ფინანსური წარმატების მოპოვების შესაძლებლობა. მანამდე კი, თავი შეიკავეთ იდეების გახმოვანებისგან, რადგან გაგიჭირდებათ თანამოაზრეთა პოვნა და მათ განსახორციელებლად მხარდაჭერის მოპოვება.
კირჩხიბი – წინა კვირისგან განსხვავებით, ეს კვირა ბევრად სტაბილურია. მართალია, იძულებული გახდებით შეზღუდოთ ხარჯები, მაგრამ შეძლებთ ახალი საქმიანი პარტნიორების შეძენას, ვინც სრულად გენდობათ და მატერიალურადაც დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და საინტერესო ნაცნობების შესაძენად, ახალი პროექტების დასაგეგმად და იდეების განსახორციელებლად, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის.
ლომი – მშვიდი, სტაბილური კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, ინტუიციის წყალობით კი, ზუსტად განსაზღვრავთ იმ სააქმეებს, რომელთა შესრულება თქვენს ავტორიტეტსაც გაზრდის და ფინანსურ წარმატებასაც მოგიტანთ. კარგი პერიოდია პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, არაა გამორიცხული გაგიჩნდეთ ფარული კავშირის გაბმის სურვილი, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მათგან მოითხოვს, ვისაც უკვე ჰყავს ოჯახი.
ქალწული – სტაბილური, საკმაოდ პოზიტიური კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას, ახალი იდეების ჩამოყალიბებს და რეალიზაციას. კარგი პერიოდია ცოდნის შესაძენად და ახალი ინფორმაციის მისაღებად, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, საზოგადოებრივ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კოლეგებთან და ხელმძღვალებთან ურთიერთგაგების მოსაძიებლად და ძველი უთანხმოების მოსაგვარებლად.
სასწორი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის ახლებურად გამოვლენას, რაც დაგეხმარებათ ავტორიტეტის ამაღლებასა და პროფესიული წარმატების მოპოვებაში. კარგი პერიოდია საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციების მოსაწყობად, თანამოაზრეთა და ახალი სპონსორების მოსაძიებლად.
მორიელი – საინტერესო, მეტად დინამიური კვირაა. მდიდარი ფანტაზიის, შემოქმედებითი ნიჭის და ინდივიდუალურობის წყალობით შეძლებთ ორიგინალური პროექტების განხორციელებას, რაც სიამოვნებასთან ერთად, მატერიალურ სარგებელსაც მოგიტანთ. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად, ბიზნესის გასავითარებლად და ახალი პარტნიორების შესაძენად, კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
მშვილდოსანი – სტაბილური, მეტად ჰარმონიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენას, ძველი პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვებას და ახალი თანამოაზრეების შეძენას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გასაფართოებლად, ახალი და სარფიანი პროექტების შესამუშავებლად, რაც მომავალში აუცილებლად სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ.
თხის რქა – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. იქნებით ბევრად ორგანიზებული და დისციპლინირებული, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას. წარმატებას მოგიტანთ კოლექტიურ პროექტებში მონაწილეობა, რადგან სრულფასოვნად გამოავლენთ საკუთარ შესაძლებლობებს, ორგანიზატორულ ნიჭსა და კარგი ხელმძღვანელის უნარებს. თუმცა, სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ საზოგადოებრივი ფონდების ან პარტნიორების ფინანსების ხარჯვისას, რათა არც თქვენ იზარალოთ, არც სხვა აზარალოთ ფინანსურად.
მერწყული – წინა კვირასთან შედარებით, ბევრად უკეთესი კვირაა. საგრძნობლად გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობაც. თუმცა, მაინც არ ღირს სარისკო გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება. კარგი პერიოდია ახალი იდეების განსახორციელებლად და ბიზნესის გასაფართოვებლად, ბინის შესაცვლელად, სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად ან მსხვილი შენაძენის გასაკეთებლად.
თევზები – მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოვლენას, ინტუიციაზე დაყრდნობით კი, ნებისმიერ რთულ საკითხს მარტივად მოაგვარებთ. კარგი პერიოდია ახალი ნაცნობების შესაძენად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად სასიხარულო ინფორმაცია ან გაემგზავროთ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ.
გეომაგნიტური დღეები – 14, 15, 16 და 20 მაისი.