LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჩხენკელმა 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაჯამა

69
chxkenlei8

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, სამინისტროს მიერ განათლების მიმართულებით 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაჯამა.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად საგანგებოდ შექმნილი მექანიზმის მეშვეობით პროფესიული განათლების სისტემაში 4400 ახალი ადგილი გაჩნდა.

„პანდემიის დაწყებისთანავე გაანალიზდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და გამოიკვეთა ის კომპონენტები, რომელთა მიწოდება დისტანციურ რეჟიმში იყო შესაძლებელი. დაინერგა ჰიბრიდული სწავლების მიდგომები. არ შეჩერებულა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცედურები, ავტორიზაციის პროცესები წარიმართა ონლაინ რეჟიმში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ შექმნილი მექანიზმის მეშვეობით. რის შედეგადაც პროფესიულმა სასწავლებლება შეძლეს 100-ზე მეტი პროგრამის ავტორიზაცია და სისტემაში გაჩნდა დამატებით 4,400 ადგილი. პროფესიულ პროგრამებზე შეუფერხებლად ჩაირიცხა 9,500 სტუდენტი,“ – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, განათლების მინისტრის განცხადებით, თითქმის 15 წლიანი წყვეტის შემდეგ, სისტემამ პირველად მიიღო სტუდენტები, რომლებსაც პროფესიულ ცოდნასთან ერთად, სრულ ზოგად განათლებასაც შესთავაზებს.

„წელს პირველად მივიღეთ სტუდენტები ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლებიც ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ და სურვილის შემთხვევაში, სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებენ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა სწავლის დაფინანსების მიმართულებითითაც და აღნიშნა, რამდენ სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში.

“სამინისტროს რეკომენდაციით, დაწესდა სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკა – სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადი გადავადდა ან შეთავაზებულ იქნა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველ 15 ათასამდე სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა. პანდემიის მიუხედავად, 130-ზე მეტი სტიპენდია გაიცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის. 2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უმაღლესი განათლებისთვის. გაიხსნა ქვეყნის განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. ამ პროექტისთვის მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება ერთ მილიარდ ევროს შეადგენს. ეს არის ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ვითარდება დასავლური სტანდარტებით. იგი პირველი საუნივერსიტეტო კამპუსის ტიპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა რეგიონში“,-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა ანგარიშის წარდგენისას.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა 2020 წლის გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარების მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ 70 000-მდე აპლიკანტმა სრულიად უსაფრთხო გარემოში შეძლო გამოცდაზე გასვლა.

მეცნიერებაზე საუბრისას მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სასიცოცხლო მნიშვნელობა საზოგადოებისთვის წელს ყველაზე უფრო ცხადად გამოჩნდა. მისივე თქმით, ევროკავშირის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ გამარჯვებული პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“ საქართველო წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე დაწყებულია მუშაობა ადრონული თერაპიის ცენტრის დასაარსებლად. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, სადაც ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე – სამეცნიერო-კვლევით პროცესს. „ჰორიზონტი 2020“ ჩარჩო პროგრამის ფარგლებში, გაიზარდა ქართველ მეცნიერთა ჩართულობის მაჩვენებელი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. დაწყებულია მზადება Horizon Europe-ის პროგრამისთვის, რომელიც წარმოადგენს გზას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ, მათ შორის, ევროპული ასოციაციის „COST”-ის სრული წევრობისკენ. ამასთანავე, გაფართოვდა თანამშრომლობა CERN-თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე“, – განაცხადა ჩხენკელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g