LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ დაუშვილი: „ქართული ოცნებისგან“ აღარაფერი გვიკვირს, რთულია იმის მოლოდინი, რომ რაღაც გონივრულ ნაბიჯს გადადგამენ

67
მიხეილ დაუშვილი

„ქართული ოცნებისგან“ აღარაფერი გვიკვირს, რთულია იმის მოლოდინი, რომ რაღაც გონივრულ ნაბიჯს გადადგამენ“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც იგი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლისთვის გადაიწიოს.

დაუშვილის შეფასებით, „ოცნებისგან“ აღარაფერია გასაკვირი და თუ ვინმეს ეს აზარალებს, ეს მოქალაქეები და ქართული საზოგადოებაა.

„მარტივი ამბავია: მას მერე, რაც ბოლო თვეებში და ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ოცნებამ“ გააკეთა, მათ შორის მიშელის, 19 აპრილის შეთანხმების ე.წ. ანულირებით, მათგან აღარაფერი გვიკვირს და იმის მოლოდინი, რომ რაღაც გონივრულ ნაბიჯს გადადგამენ, რა თქმა უნდა, რთულია.

ერთი რამ ზუსტად ვიცი, ამ ყველაფერს თავის ფასი ექნება, ამ ყველაფრით „ოცნება“ აზარალებს საქართველოს მოსახლეობას, ამ ყველაფრის ფასს იხდიან საქართველოს მოქალაქეები. რაც შეეხება, რა იქნება და რა არა, ამას წყვეტენ მოქალაქეები, ამას არ წყვეტს „ოცნება“, წყვეტენ მხოლოდ მოქალაქეები, ამიტომ, დაველოდოთ ამ პროცესების განვითარებას“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ნაცვლიშვილი: არაჯანსაღი დამოკიდებულება გაუჩნდათ ძალაუფლების მიმართ, ამის დემონსტრირებაა ირაკლი კობახიძის განცხადება – პანიკაში აგდებთ იმის წარმოდგენა, რომ ერთ დღეს ძალაუფლება აღარ ექნებათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები