ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.
“როდესაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, “gem fest”-ი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ღონისძიება ან უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ერთმნიშვნელოვნად რეალიზატორების მიმართ უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს. ჩემი პირადი აზრია, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს კანონმდებლობა”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.