კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ქუთაისში ხოსე კარერასის უფასო კონცერტის ჩატარების გადაწყვეტილება ლოკაციამ განაპირობა.
როგორც მან აღნიშნა, ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს დასწრებას, რაც მეტ ორგანიზებას და დაკვირვებას მოითხოვს.
“ამ მასშტაბის კონცერტი რეგიონში პირველად ტარდება და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ქუთაისის მერიისგან და გუბერნატორისგან ვიცი, რომ პრაქტიკულად მთელი რეგიონი აპირებს დაიძრას ქუთაისში. იმისთვის, რომ შეზღუდვა არ ყოფილიყო რაოდენობრივად, აბსოლუტურად ყველას მისცემოდა საშუალება ამ კონცერტზე დასწრების, გვინდოდა რეგიონისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ყოფილიყო, თუმცა, ეს გარკვეულ სირთულეებს გვიმატებს იმ თვალსაზრისით, რომ საჭირო იქნება დიდი რაოდენობის ადამიანების მართვა უფრო დაკვირვებით და ბევრად უფრო მეტი ორგანიზებით“, – განაცხადა გიორგაძემ.
ესპანელი საოპერო მომღერლის ხოსე კარერასის კონცერტი ქუთაისში 18 ივნისს გაიმართება.
