LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ გიორგაძე სამხატვრო აკადემიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს

110

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დღეს სამხატვრო აკადემიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.

სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების მასშტაბური ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცია გრძელდება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიას დღეს ეწვევა და სტუდენტებთან ერთად შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რაც შენობის კონსტრუქციულ გამაგრებას გულისხმობს. ხორციელდება საძირკვლის გამაგრება და შენობის ახალი სახურავის ქვეშ მოქცევა. სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს შპს “იკორთა 2007” ახორციელებს.
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი 2016 წლის დეკემბერში, ხოლო შენობის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება.

“სამინისტროს ინიციატივით დაწყებულია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იმ შენობებში, სადაც რამდენიმე ათეული წელია ინფრასტრუქტურული პრობლემები არ იყო მოგვარებული. ამ ეტაპზე ხორციელდება 8 მასშტაბური პროექტი, დაგეგმილია 50-მდე შენობის რეაბილიტაცია”, _ აღნიშნეს სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g