LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ გიორგაძე – უამინდობამ Maroon 5-ის კონცერტს ”ექშენი” შემატა

73

გუშინდელმა საღამომ მსმენელში გამოიწვია აღფრთოვანება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ამერიკული ჯგუფის – Maroon 5-ის მიერ ბათუმში გამართულ კონცერტზე კომენტირებისას განუცხადა.

მინისტრის თქმით, უამინდობამ გარკვეული „ექშენი“ შემატა შოუს და მსმენელი წვიმის მიუხედავად ბოლომდე დარჩა კონცერტზე.

მიხეილ გიორგაძემ ოპონენტების კრიტიკასაც უპასუხა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სახელმწიფო რესურსს იყენებს და აღნიშნა, რომ „ყველა არჩევნების წინ ერთი და იგივე ფრაზები და ბრალდებები ისმის, რაც ცოტა არასერიოზულია“.

მინისტრის განმარტებით, მსგავსი ღონისძიებები კერძო სექტორში ფულის შედინებას უწყობს ხელს, ხოლო პროექტი Check in Georgia“ ნამდვილად მუშაობს და წარმატებულია.

„რასაც ვხედავ, ვკითხულობ სოციალურ ქსელში, ყველა არის აღფრთოვანებული და უზომოდ ბედნიერი. უამინდობამ და წვიმამაც გარკვეული „ექშენი“ შემატა ყველაფერს. მიუხედავად უამინდობისა, 30 ათასზე მეტი ადამიანი თავიდან ბოლომდე დარჩა კონცერტზე, ჯგუფთან ერთად იმხიარულა, იმღერა და ძალიან კარგი დრო გაატარა, რაც პროგრამის ერთ-ერთი მიზანი იყო. მნიშვნელოვანი იყო ასევე ის, რომ ბათუმსა და რეგიონში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამოსულიყო, კერძო სექტორში შესულიყო მეტი შემოსავალი. გავხდით მოწმეები იმისა, თუ როგორ გადაჭედილია სასტუმროები, კერძო სახლები, კვების ობიექტები, სადაც დღის განმავლობაში პროდუქტი თავდებოდა და რამდენჯერმე უწევდათ მარაგის დამატება. ვფიქრობ, რომ გუშინდელმა დღემ თვალნათლივ გვიჩვენა, რომ „Check in Georgia“ ნამდვილად მუშაობს და მთავრობის პრაგმატული გათვლა ნამდვილად მართლდება“, – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

ამერიკული პოპ-როკ ჯგუფის Maroon 5-ის კონცერტი გუშინ ბათუმში, ანბანის კოშკთან ჩატარდა.

ipn.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g