საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ევროსაბჭოს სხომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა არ გადადებულა და ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლობების დონეზე მოხდა ისე, როგორც დაგეგმილი იყო. ამასთან, მიხეილ ჯანელიძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლები ევროკავშირის იუსტიციისა და შს მინისტრების საბჭოსთვის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას მოამზადებენ.
„ეს იყო მუდმივი წარმომადგენლობის დონეზე პირველი მოსმენა, სადაც იმსჯელეს საქართველოს საკითხზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის წინაპირობა, კერძოდ, მუდმივი წარმომადგენლობები ამზადებენ გადაწყვეტილებას საბჭოსთვის, რომლის სხდომა დაგეგმილია ივნისის დასაწყისში. ჩვენი მიზანი და სურვილია, რომ მუდმივმა წარმომადგენლებმა მოამზდონ საკუთარი პოზიტიური გადაწყვეტილება საბჭოსთვის“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
