LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჯანელიძის თქმით, რუსეთისთვის დახმარების თაობაზე ნოტის გაგზავნა „ფორმალური პროცედურა“ იყო

138

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, ბორჯომის ხანძრის ჩასაქრობად რუსეთისთვის დახმარების თაობაზე ნოტის გაგზავნას „ფორმალური პროცედურით“ ხსნის.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემული ინტერვიუს დროს ისაუბრა.

როგორც ჯანელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ხანძრის ჩაქრობაში დახმარების მოთხოვნები დაიგზავნა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების არხებით, ასევე გამოყენებული იყო ორმხრივი კომუნიკაცია.

„საქართველოს მთავრობა მუშაობს შეთანხმებულად და კოორდინირებულად. ძალიან მაღალი დონის კოორდინაცია იყო ასევე ბორჯომის ხანძარის დროსაც და შესაბამისად, ყველა უწყება მუშაობდა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმისთვის, რომ ყველა რესურსი ყოფილიყო გამოძებნილი ამ სტიქიურ უბედურებასთან გასამკლავებლად. ჩვენ ყველა არხი გამოვიყენეთ, როგორც შსს-მ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რათა მოგვეძიებინა შესაბამისი ტექნიკური დახმარება და ტექნიკა, რომ ყოფილიყო განსაზღვრული, თუ რა რესურსი გაგვაჩნია და რა დამატებითი რესურსი შეიძლებოდა, ყოფილიყო მოზიდული, რათა გამწვავების შემთხვევაში, გავმკლავებოდით ამ სიტუაციას. ჩვენ გვქონდა რეზერვში ყველა ის რესურსი მობილიზებული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოყენებულიყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვიყენეთ საერთაშორისო ფორმატები და ორმხრივი ფორმატები იმისთვის, რომ ყველა შესაძლო ტექნიკა გვქონოდა მობილიზებული“, – განაცხადა ჯანელიძემ.

მისი ინფორმაციით, ხელისუფლებამ დახმარების მოთხოვნით ევროატლანტიკური საგანგებო სიტუაციების ცენტრს, ევროკავშირის საგანგებო სიტუაციების ცენტრს და ასევე გაეროს ფარგლებში შესაბამის ცენტრს გაუგზავნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g