LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: ჩინელებისთვის ანაკლიის გადაცემას აპირებენ – ეს საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხი და დასავლეთისგან დისტანცირებისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯია

462
მიხეილ სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმის გამოცხადდება საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხი და დასავლეთისგან დისტანცირებისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯია.

აღნიშნულის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

„ამასობაში, ვაზიანის ამერიკული სამხედრო ტრენერების ცენტრთან ერთად, ჩინელებისთვის ანაკლიის (ლაზიკის) გადაცემას აპირებენ.

ეს საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხი და ჩვენი დასავლეთისგან დისტანცირებისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯია.

ჩინელები და რუსები დღეს ერთი და იგივეა და სტრატეგიულ აქტივებში მათი შემოყვანა სასიკვდილო მარცხის მატარებელია“,- წერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები