LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: “კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში მოხდა 5 წლის წინ, ჩვეულებრივად შემიძლია საკვების მიღება და არც მადას ვუჩივი”

495
Mikheil-Saakashvili1-hero-GettyImages-928604078

მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქ” გვერდზე მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთი გზავნილი ვრცელდება.

განცხადებაში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო ქირურგიული ჩარევა მან კუჭზე 5 წლის წინ გაიკეთა.

ამასთან, ის წერს, რომ დღეიდან უარი თქვა არა მხოლოდ წვენზე, არამედ მინერალებისა და ვიტამინების მიღებაზე.

„რაც შეეხება ჩემი შიმშილობის დეტალებს და „ხელისუფლების“ განცხადებებს:

კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში (და ეს არ იყო ის პროცედურა, რაც მედიაში გავრცელდა) მოხდა 5 წლის წინ და ჩვეულებრივად შემიძლია საკვების მიღება და არც მადას ვუჩივი.

30 ოქტომბრის მერე მართლაც, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მივიღე რამდენიმე ბოთლი წვენი. არანაირ საკვებს მე არ ვიღებ, მიუხედავად დაჟინებული შეთავაზებისა კონსილიუმის ზოგიერთი წევრის და ადგილობრივი ექიმების მხრიდან, ხოლო რასაც ვიღებ ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ.

​დღეს დილიდან, რათა საბოლოოდ გამოვრიცხო ყველანაირი სპეკულაცია, უარი ვთქვი არა მხოლოდ წვენზე, არამედ მინერალზე, ვიტამინზე(გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა.

ეს ნიშნავს რომ ნებისმიერ წუთს და მაქსიმუმ რამდენიმე დღეში, მძიმე გართულება გარდაუვალია. ზოგიერთი გართულება უკვე ისედაც აშკარაა და ბოლო დღეებში ადმინისტრაციას მოუხდა უკვე, რამდენიმე გარე სპეციალისტის გამოძახება.

ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინის და ივანიშვილის მიზანია ჩემი ფიზიკური განადგურება და ისინი ამ მიზანთან ძალიან ახლოს არიან.

ახლა მე მაქვს იმედი ქართველი ხალხის სოლიდარობის, ადამიანურობის და მოქალაქეობრივი პოზიციის.

გაუმარჯოს ჩვენ თავისუფლებას!“- აღნიშნულია სააკაშვილის მორიგ გზავნილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g