LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი – მე არ მაქვს არც ერთი ქვეყნის მოქმედი დოკუმენტი

59

“წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში აღმოვჩდნი – მე არ მაქვს არც ერთი ქვეყნის მოქმედი დოკუმენტი”,-ამის შესახებ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში ბრიუსელიდან ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, მას აქვს უფლება, ლეგალურად დაბრუნდეს უკრაინაში.

“წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში აღმოვჩდნი – მე არ მაქვს არც ერთი ქვეყნის მოქმედი დოკუმენტი. საქართველოში მართვის მოწმობაც დავკარგე და არ მაქვს მართვის მოწმობაც კი. ახლა რომ მკითხოთ რამე ლეგალური დოკუმენტი მაქვს თუ არა?! – არ მაქვს, უკრაინის პასპორტით გადავადგილდები, რომელსაც ევროპაში აღიარებენ ჩემს სპეციალურ შემთხვევაში. ამერიკიდანაც გამომიშვეს ამ დოკუმენტით, მაგრამ ფორმალურად ეს დოკუმენტი გაუქმებულია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი ინფორმაციით, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მის დასახვედრად, 10 სექტემბერს ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის ჩასვლა იგეგმება, მათ შორის იულია ტიმოშენკოც იქნება.

მისივე თქმით, უკვე გადაწყვეტილია, რომ 10 სექტემბერს ის უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე შეხვედრას გამართავს.

იქნებიან თუ არა ევროპარლამენტარები მასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ არ გამორიცხავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g