LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: „მინდა ივანიშვილს ვუთხრა: შენ უკვე ყველა რეკორდი მოხსენი – გუშინ პუტინმა და ლუკაშენკომ ბოლო პოლიტპატიმრები გაუშვეს, როდემდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები?“

274
ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი

„შენ უკვე ყველა რეკორდი მოხსენი – როდემდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები?“ – ამ განცხადებით მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესიდან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, „მართლმსაჯულების ასეთი დაცინვა და აბუჩად აგდება საოცრებაა“.

„თქვენ შეგიძლიათ, უსასრულოდ მასამართლოთ და მრავალი წელი გავიდეს. მე მინდა ივანიშვილს ვუთხრა: შენ უკვე ყველა რეკორდი მოხსენი. გუშინ პუტინმა და ლუკაშენკომ ბოლო პოლიტპატიმრები გაუშვეს.

როდემდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები? დღეს გორში 2 საათზე სოსო ბაბაევის პროცესია. ის პირველად მოსამართლე მოდებაძემ გაუშვა და ახლა აპირებენ, თითიდან გამოწოვილი ბრალდებით შეაბრუნონ ციხეში.

გია ბარამიძე: „ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ძალიან დიდი სირცხვილია, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა გრძელდება“

როგორც მან ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესამდე უთხრა, ევროკავშირისა და NATO-ს ნაცვლად, „ქართულ ოცნებას“ საქართველო რუსეთის ჭაობისკენ მიჰყავს.

იმდენად სასაცილოები ხართ უკვე, რომ ჩვენი საარჩევნო ავტობუსის სამ მძღოლს ააღებინეს ხელი მის ტარებაზე. სამი ადამიანი და ავტობუსის მფლობელი დააშინეს. ავტობუსის რომ გეშინია, სხვა რაზე გვაქვს საუბარი?“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g