ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ მიესალმება.
ამის შესახებ აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტში.
„მე, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, მივესალმები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დროულ ინიციატივას, ისევე როგორც, ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაგვაახლოებს და გაგვაერთიანებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა.
„ქართული ქარტიის“ ფარგლებში პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს იმ საკითხებზე შეჯერებას სთავაზობს, რომელთა შესრულება აუცილებელია ევროპული ინტეგრაციისთვის, ქვეყანაში დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.
ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უკვე თქვა, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერს.