LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: სანამ ივანიშვილი „დუშკაბინით“ ქალაქებში ძალით მიყვანილ ხალხს ბოდიშის მოხდას სთხოვს, ჩაწერილი ტაშით იწონებს თავს ამასობაში სრულიად საქართველომ ნახა როგორი მობილიზება აქვს „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“

159
2024-10-10_22-37-17_615730

„სანამ ივანიშვილი „დუშკაბინით“ ქალაქებში ძალით მიყვანილ ხალხს ბოდიშის მოხდას სთხოვს, ჩაწერილი ტაშით იწონებს თავს ამასობაში სრულიად საქართველომ ნახა 2 კონკრეტულ უბანში როგორი მობილიზება აქვს „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„სანამ ივანიშვილი „დუშკაბინით“ ქალაქებში ძალით მიყვანილ ხალხს ბოდიშის მოხდას სთხოვს, ჩაწერილი ტაშით იწონებს თავს ამასობაში ათასობით ადამიანი მხოლოდ უბნურ შეხვედრაზე ისანი-სამგორის რაიონში შეიკრიბა და სრულიად საქართველომ ნახა 2 კონკრეტულ უბანში როგორი მობილიზება აქვს ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას.

ყველა მონაწილეს და ჩვენს თანამებრძოლს მადლობას ვუხდი ჩემი თავისუფლების მოთხოვნისთვის და ზუსტად უნდა იცოდეთ რომ ქვეყნის და ჩემი გათავისუფლების გასაღები თქვენს ხელშია.

უამრავი ვარსკვლავი, ლიდერი ჰყავს ჩვენს ერთიანობას ყველა ქალაქში, რეგიონში, უბნებზე და გუშინდელი საღამოს ორგანიზატორებს ირაკლი ნადირაძეს და ლევან ხაბეიშვილს მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო და წარმატება ვუსურვო საერთო ბრძოლაში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები