მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკრაინაში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ საუბრობს, ქვეყანაში კანონიერი შემოსვლისთვის საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
„ 2017 წლის სექტემბერში მან პოლონეთთან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. აღნიშნული ადგილობრივი და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებით დასტურდება. ჩადენილი კანონდარღვევის გამო, მასზე უკრაინაში შემოსვლასთან დაკავშირებით 2021 წლამდე შეზღუდვებია დაწესებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.