LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია: ლიზა იასკო

75
liza-iasko33

„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია”, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა, რომელმაც დღეს რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა.

მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინის მომავალი არჩევნებზეა დამოკიდებული.

“დიდი იმედია, რომ უახლოეს მომავალში ეს როგორღაც შეიცვლება, რადგან საქართველოსა და უკრაინის მომავალი დამოკიდებულია არჩევანზე, რომელიც უახლოეს დღეებში გაკეთდება.

მოვლენების შემდგომი განვითარება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. მე უკრაინელი ვარ, მე არ ვმონაწილეობ საქართველოს არჩევნებში, მაგრამ აუცილებელია, რომ ხმები, მათ შორის მიხეილის სიცოცხლის გამო, არ დაიკარგოს და არ გაყალბდეს“, – აღნიშნა იასკომ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g