რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
ადგილზე იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის მამა-ნიკოლოზ სააკაშვილი.
როგორც სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გზავნილი შვილისადმი იქნება: „ბრძოლა ბოლომდე“.
„მიშასთვის გზავნილი იქნება: მიშა, ბრძოლა ბოლომდე. რადიკალურად ასეა. მე გუშინ ცოტა სხვა მესიჯი გავუგზავნე და პასუხიც მივიღე: ძალიან გცემ პატივს, მამა, ჩემო ნიკა (ნიკას მეძახის), მაგრამ შენ ჩემი ხასიათი იცი, ბოლომდე გავივლი. მე მივმართავ და ვუდასტურებ, ბრძოლა ბოლომდე!“- განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.
