„მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს“, – ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა.
ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მანამდე ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მას დაჰპირდა, რომ იმ საავადმყოფოების სიას მიაწვდიდა, რომელშიც სააკაშვილის გადაყვანა იქნებოდა შესაძლებელი.
„მდგომარეობა არ ვიცი. შევდივარ, რომ ვნახო და გადავხედო ანალიზებს. მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს. ეს გავიგე მე დღეს დილას, გუშინ არ ვუყურებდი ტელევიზორს. თუმცა, მანამდე მე გავიგე სხვა პოზიცია ჯანმრთელობის მინისტრისგან, რომელმაც მითხრა, რომ მომაწვდის იმ საავადმყოფოების სიას, რომლებშიც შეიძლება, მოათავსონ მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.