LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მედიკოსებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს

140
Untitled design (2)

მესამე პრეზიდენტის მიხეილი სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მედიკოსები პრეზიდენტს მიმართავენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება სამედიცინო ასოციაციებმა შეიტანეს.

როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება:

„დღეს ნებისმიერს, როგორც პოზიციას, ასევე ოპოზიციას, უნდა ჰქონდეს ყველა რესურსი მიმართული იმისათვის, რომ მოხდეს დროულად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

პიჯაკების საქმის გამო საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნას, ბევრად სჯობს, საქართველო ევროკავშირის შემადგენლობაში ვიხილოთ.

აქედან გამომდინარე, საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აქვს მის ხელთ არსებული რესურსები დარჩენილი და ვთხოვთ, რომ მოახდინოს მისი რეალიზაცია ბოლომდე“, – განაცხადა „კლინიკების ასოციაციის“ დამფუძნებელმა ვილი პაჭკორიამ.

„უფრო მხნედ არის, კვებას მოუმატა – რამდენად ითვისებს ორგანიზმი, ეს უკვე სხვა საკითხია, ექიმები მეუბნებიან, რომ ვერ ითვისებს“ – ალასანია სააკაშვილზე

„კლინიკა „ვივამედიდან“ ვისმენთ სააკაშვილის დადგმულ შოუს და ხალხიც ერთობა.. არსებობს შოუ „პრაიმ ჰაუსი“ – იგივეა ესეც, სააკაშვილის მონაწილეობით“ – კახა კალაძე

magti 5g